—

არ ვაპირებთ მიმართვას საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

8
არ ვაპირებთ მიმართვას საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ მიუმართავს და არც აპირებს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, რუსეთიდან წასული მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად.

"რუსეთიდან წასული მოქალაქეების რუსეთში იძულებით დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია, არ მოუმზადებია და არ აპირებს არანაირი მიმართვების გაგზავნას საქართველოს, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისთვის“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

დღეს ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარატ ახმეჟანოვმა  განაცხადა, რომ მობილიზაციისთვის ძებნილი მოქალაქეები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ  პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები ყაზახეთსა და საქართველოში გამორბიან. 21 სექტემბრიდან ლარსის გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია. შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თქვა, რომ დღეში 10 000-მდე რუსეთის მოქალაქე შემოდის.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →