—

დავით უსუფაშვილი - სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში - ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ!

10
დავით უსუფაშვილი - სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში - ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ!
მოსასმენად დააჭირეთ

“ლელოს“ დეპუტატების განცხადებით, მათი მოთხოვნაა არა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა, არამედ საზღვრის დარეგულირება და მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება, დასაბუთებული გამონაკლისებით. პარლამენტის წევრის დავით უსუფაშვილის…

“ლელოს“ დეპუტატების განცხადებით, მათი მოთხოვნაა არა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა, არამედ საზღვრის დარეგულირება და მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება, დასაბუთებული გამონაკლისებით. პარლამენტის წევრის დავით უსუფაშვილის აზრით, ის რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი აქვს, მიუღებელი და დაუშვებელია.

“სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში. ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ! ჩვენ ცვლილებები მოვამზადეთ, სადაც არის მკაფიო ჩარჩო და ეს პრობლემას მოაგვარებს. საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება გამკაცრების მიმართულებით და არა აკრძალის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

“ლელოს“ კიდევ ერთი დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას გააჩნია დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, რომელ მოქალაქეს მიიღებს და რომელ მოქალაქეს არ მიიღებს.

“რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვიზა გამარტივებულად რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უნდა მიეცეს - მაგალითად, ეთნიკურად ქართველებს, რომელთაც დღეს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნიათ ან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებელ ადამიანებს. ხელისუფლება ამის დარეგულირების შესაძლებლობას აქვს“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →