—

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების „შეერთება“ ოფიციალურად გამოაცხადოს

13
ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების „შეერთება“ ოფიციალურად გამოაცხადოს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პარასკევს, 30 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს და შესაძლოა, ეს მიმართვა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების…

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პარასკევს, 30 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს და შესაძლოა, ეს მიმართვა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების ოფიციალურად გამოსაცხადებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. რუსეთის ლიდერები, თითქმის დანამდვილებით, იმედოვნებენ, რომ შეერთებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება განიხილება, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლება და ეს კონფლიქტის პატრიოტულ მხარდაჭერას გააძლიერებს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამ მისწრაფებას ძირს უთხრის ის, რომ რუსეთში გაიზარდა ინფორმირებულობა ბრძოლის ველზე ბოლო დროს განცდილი წარუმატებლობის შესახებ და ასევე უკმაყოფილება გასულ კვირას გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ დღეს სრულდება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →