—

ანი წითლიძე - ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება, პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას

14
ანი წითლიძე - ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება, პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას
მოსასმენად დააჭირეთ

ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება, პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პარტიაში დაპირისპირების თაობაზე და…

ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება, პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პარტიაში დაპირისპირების თაობაზე და მოძრაობა " საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს.

მისი თქმით, მსგავს საკითხებს, როგორიც შეიძლება იყოს ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტს პარტია, პარტიის პოლიტსაბჭო, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები და არა სამოქალაქო აქტივისტები ან ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები. წითლიძე განმარტავს, რომ ეს საკითხი არ დგას პარტიაში.

ამასთან, წითლიძე განმარტავს, რომ გიორგი მუმლაძე პარტიის წევრი არ არის და სამოქალაქო აქტივისტია.

„კონკრეტულ ინციდენტზე პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია და არასწორია მოსაზრება, რომ მუმლაძე იყო თითქოს ის ადამიანი, ვისი ხმაც ამოიცნეს, მაგრამ მისი და სხვა უცნობი პირების მიერ ეს იყო მძიმე პროვოკაციის მცდელობა, რომელიც იქნა აღკვეთილი პარტიის წევრების მიერ. მე არ ვადასტურებ ფიზიკურ დაპირისპირებას.

მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც ცდილობს იყოს დაპირისპირება, გაასწორონ ფოკუსი, ამ ფოკუსის სამიზნე არ არის ნიკა მელია, მისი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა,"- განაცხადა წითლიძემ.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, პარტიაში შიდა დაპირისპირება არ არის.

"კეზერაშვილის საკითხს რაც შეეხება, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, ასეთი არის ბევრ საკითხზე, ეს არ არის დაპირისპირება,"- განაცხადა წითლიძემ.

(İPN)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →