—

  რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ქვეყანას ვეღარ დატოვებს - ვის აეკრძალა რუსეთიდან გასვლა

24
   რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ქვეყანას ვეღარ დატოვებს - ვის აეკრძალა რუსეთიდან გასვლა
მოსასმენად დააჭირეთ

მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს ამიერიდან საზღვრის გადასაკვეთად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოადგენა მოუწევთ. ამ თემაზე განმარტებები მედიასთან როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა გააკეთა. ინფორმაცია, რომ…

მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს ამიერიდან საზღვრის გადასაკვეთად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოადგენა მოუწევთ. ამ თემაზე განმარტებები მედიასთან როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა გააკეთა. ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება კონკრეტული კატეგორიის საკუთარ მოქალაქეებს მალე ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საზღვრის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღებსაც - 26, ან 30 სექტემბერს ასახელებენ.

რუსული ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის საკითხს მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი, მთავრობის და დუმის წარმომადგენლები განიხილავენ.

"რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გამგზავრების მიზნით, აუცილებელია აიღოთ დადგენილი ფორმის მოწმობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან. ჩვენ არ ვკრძალავთ სუბიექტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გარეთ გამგზავრებისთვის საჭიროა აიღოთ ცნობა," - განაცხადა როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა იგორ ეგოროვიმ.

(Rustavi 2)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →