—

რუსთავში რუსთავქალაქობა 2022-ის აღსანიშნავად ემზადებიან

107
რუსთავში რუსთავქალაქობა 2022-ის აღსანიშნავად ემზადებიან
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში რუსთავქალაქობის აღსანიშნავად ემზადებიან. რუსთავის მერიის ინფორმაციით, 25 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ გამზირზე, კლასიკური ქართული მუსიკის კონცერტი ჩატარდება. დღესასწაულის მთავარი სტუმარი კი…

რუსთავში რუსთავქალაქობის აღსანიშნავად ემზადებიან. რუსთავის მერიის ინფორმაციით, 25 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ გამზირზე, კლასიკური ქართული მუსიკის კონცერტი ჩატარდება. დღესასწაულის მთავარი სტუმარი კი ქართული ესტრადის ცოცხალი ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე იქნება, რომელიც რუსთავში კონცერტს პირველად გამართავს.

კოვიდპანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავქალაქობა წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

„25 სექტემბერს გავერთიანდებით ყველა თაობის წარმომადგენელი და ქალაქში ვუმასპინძლებთ ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძეს. საღამოს რვა საათზე ყველას ველოდებით კოსტავას გამზირზე, მე დარწმუნებული ვარ დაუვიწყარი საღამო გველის წინ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავქალაქობა 2022-ს, რუსთაველებს, ქართული ესტრადის სამი თაობა- ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე ნატალია ქუთათელაძე, თეატრალურის კვარტეტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით მიულოცავენ. საზეიმო ღონისძიებას კი ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება. რუსთავქალაქობა ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →