—

ლაგოდეხსა და მარნეულში ქალ ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მოწყობას დაუფინანსებენ

67
ლაგოდეხსა და მარნეულში ქალ ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მოწყობას დაუფინანსებენ
მოსასმენად დააჭირეთ

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ქალ ფერმერებს საშუალება მიეცემათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და…

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ქალ ფერმერებს საშუალება მიეცემათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ/მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% (მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს.

პროგრამაში რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყო.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შევქმენით პროგრამა მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებისთვის. პროგრამის ფარგლებში, მცირემიწიან ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოაწყონ სასათბურე მეურნეობა და დაეუფლონ აგროტექნოლოგიურ უნარებს, მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მოახდინონ მათი რეალიზაცია და გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამთავრობო პარტნიორებს, ასევე, შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოებს ამ პროგრამის მხარდაჭერისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციას დიდი იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ფერმერ ქალებს, რადგან პროგრამა მათი გამოცდილებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა”, - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ, თამარ საბედაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ხორციელდება.

(Bm.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →