—

მარნეულის მერიასა და ევროპის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

17
მარნეულის მერიასა და ევროპის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუმ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ევროპის საბჭოს პროექტია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა.

„აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ევრო საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ევროპის საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კონკურსის ფარგლებში შერჩეულმა თხუთმეტი სამიზნე მუნიციპალიტეტის მერმა მოაწერა ხელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →