—

დღეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული| სხდომას მესამე პრეზიდენტი ვერ დაესწრება

13
დღეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული| სხდომას მესამე პრეზიდენტი ვერ დაესწრება
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლომ დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს. ასევე უნდა…

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლომ დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს.

ასევე უნდა დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება.

 "ბუნებრივია ეს არის მორიგი პოლიტიკური პროცესი და იმ დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ საქმის პოლიტიკური შინაარსი არ ცვლის იმას, რომ დაცვის მხარე სრულად გამოიყენებს საქართველოს საპროცესო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს და ყველა შესაძლებლობას ამოწურავს იმისთვის, რომ თუნდაც შეიქმნას საფუძველი სტრატეგიული სამართლებრივი ბრძოლისთვის, მათ შორის საერთაშორისო დონეზეც" - ამბობს შოთა თუთბერიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა "ვივა მედშია" გადაყვანილი, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →