—

გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული ,,ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული სამშობლოს უკან დაბრუნებაზე

14
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული ,,ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული სამშობლოს უკან დაბრუნებაზე
მოსასმენად დააჭირეთ

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული ,,ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნებაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაშია…

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული ,,ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნებაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაშია ნათქვამი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ისრების გადატანა სხვა საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს პროევროპულ ფლანგს.

"უმცირესობაში მყოფი პრორუსული ,,ქართული ოცნება" მართავს პროევროპულ უმრავლესობას და ჩვენს წინაშე დგას დიდი ამოცანა. პირველი, დავიბრუნოთ პროევროპელებმა პრორუსების მიერ მიტაცებული სამშობლო!

მეორე, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შემდგომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი.

ამ ბრძოლაში ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ისრების გადატანა სხვა საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს პროევროპულ ფლანგს, პროევროპულ უმრავლესობას და აძლიერებს უმცირესობაში მყოფ პრორუსულ ,,ქართულ ოცნებას".
მეგობრებო ყოველთვის, როდესაც განცხადებას ვაკეთებთ უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ დააზიანებს ეს პროევროპელთა პოზიციებს. განცხადებები, რომელიც ხელს შეუწყობს"ფორმულას" დახურვას, შემდგომ "მთავარის" და "TVპირველის" ზედ მიყოლებას, დამერწმუნეთ პროევროპულ ფლანგს კიდევ უფრო დაასუსტებს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს განცხადების გაკეთებამდე იმის გააზრებაც, რომ გამოიყენებს თუ არა პრორუსული ,,ქართული ოცნება" საკუთარი პრორუსული მიზნების განსახორციელებლად თქვენს ნათქვამს და შემდგომ უნდა გააკეთოთ განცხადებები რადგან, ამოცანა ძალზე რთულია, რომ პროევროპელ უმრავლესობას დავუბრუნოთ, პრორუსული ,,ქართული ოცნების'' მიერ მიტაცებული სამშობლო.

აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული ,,ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნებაზე, ეს არის ამოცანა ნომერი პირველი! პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა გაიმარჯვოს!ნუ შევიტანთ დისონანს ჩვენს ფლანგზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →