—

ვინ არიან მუხიანში გარდაცვლილი ახალგაზრდები

135
ვინ არიან მუხიანში გარდაცვლილი ახალგაზრდები
მოსასმენად დააჭირეთ

გუშინ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი მეგობრები იყვნენ და სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან. როგორც გაირკვა, ბინა, სადაც ცხედრები…

გუშინ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი მეგობრები იყვნენ და სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან. როგორც გაირკვა, ბინა, სადაც ცხედრები ნახეს, ერთ-ერთ მათგანს ახალი ნაქირავები ჰქონდა, ამიტომ, კორპუსში მაცხოვრებლები ბიჭებს არ იცნობდნენ. გარდაცვლილია დიჯეი, 26 წლის ტატო კანდელაკი და მისი მეგობარი, 20 წლის ირაკლი საბაშვილი, რომელსაც მეტსახელად ნარადას ეძახდნენ. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცველები. მათი ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს და ამის შემდეგ, მათ საცხოვრებელ სახლებში მიასვენეს. ორივე თბილისში მაცხოვრებელია და ბიჭებს თბილისში დაკრძალავენ. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირება სახელდება, თუმცა ექსპერტიზა დაადგენს რეალურ მიზეზს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →