—

  მოქალაქეების \"მასობრივი გადინების\" შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს

8
   მოქალაქეების \"მასობრივი გადინების\" შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთიდან მოქალაქეების "მასობრივი გადინების" შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს - ამის შესახებ, "მედუზას" ინფორმაციით, პუტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

რუსეთიდან მოქალაქეების "მასობრივი გადინების" შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს - ამის შესახებ, "მედუზას" ინფორმაციით,  პუტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ საზღვრების დაკეტვა ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმის ჩატარებამდე არ იგეგმება. თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ ქვეყანას მოქალაქეების დიდი რაოდენობა დატოვებს. როგორც "მედუზა" წერს, მდგომარეობა დამოკიდებულია რუსეთის ძალოვანი უწყებების შეფასებაზე (თავდასხვის სამინისტრო, სპეცსამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები) და ასევე, თავად ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ "რეფერენდუმები" და მობილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებზე 1 400-მდე პირი დააკავეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →