—

მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილია

12
მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილია
მოსასმენად დააჭირეთ

მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილია.

როგორც ახალგაზრდების მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები სავარაუდოდ, სტუდენტები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ახალგაზრდები სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან.

"გუშინ, საღამოს, სამსახურიდან რომ მოვედი, ადგილზე სამართალდამცავები, სასწრაფოს ექიმები დამხვდნენ და მერე გავიგე მომხდარის შესახებ. ამ ბიჭებს არ ვიცნობდი, თვალით არ მინახავს არასდროს. აქ დაახლოებით, ერთი თვე იქნება რაც ცხოვრობენ, რადგან იმ სახლში მანამდე სხვა ოჯახი ცხოვრობდა. როგორც ვიცი, წინა დღის გარდაცვლილები არიან. თუ არ ვცდები, ადგილზე ერთ-ერთის მამა იყო მოსული. კორპუსში, სადარბაზოში გაზის სუნი არ ყოფილა, სხვა დეტალები არ ვიცი",- ახადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ახაგაზრდების ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. სწორედ აღნიშნულმა უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →