—

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებითი, 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა დაამტკიცა

36
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებითი, 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა დაამტკიცა
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირის საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და ხელს ვუწყობთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინის სახელმწიფომ და მისმა ძირითადმა ინფრასტრუქტურამ გააგრძელოს ფუნქციონირება, რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად. ეკონომიკურ და ფინანსური საკითხთა საბჭოს შემდეგ შეხვედრებზე, დავაყენებ ინიციატივას დარჩენილი 3 მილიარდი ევროს გამოყოფაზე სწრაფი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანიურამ.

ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, რომ აღნიშნული 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება უკრაინას გადაეცემა შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით. ის არის 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც ევროპულმა კომისიამ მაისში გამოაცხადა, ევროპულმა საბჭომ კი 23-24 ივნისს დაამტკიცა.

აღნიშნული ფინანსური დახმარება ჰუმანიტარული, ეკონომიკური განვითარების, საბაჟო და თავდაცვის სფეროებში გადანაწილდება.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →