—

გაძვირდება თუ არა გაზი საქართველოში

16
გაძვირდება თუ არა გაზი საქართველოში
მოსასმენად დააჭირეთ

„საქართველოში მოსახლეობისთვის ფასი ე.წ. სოციალური გაზიდან გამომდინარეობს. ანუ ჩვენ სოციალური გაზის რაოდენობით ვიჭერთ ამ ტარიფს, თორემ რეალური ფასები რომ შევიყვანოთ ტარიფში, მაშინ ის გაცილებით მაღალი იქნებოდა“ - ამის…

„საქართველოში მოსახლეობისთვის ფასი ე.წ. სოციალური გაზიდან გამომდინარეობს. ანუ ჩვენ სოციალური გაზის რაოდენობით ვიჭერთ ამ ტარიფს, თორემ რეალური ფასები რომ შევიყვანოთ ტარიფში, მაშინ ის გაცილებით მაღალი იქნებოდა“ - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ტარიფი იყოს, რაც დღეს გვაქვს და ენერგოკომპანიებმა მუშაობა შეძლონ, 1000 კუბურ მეტრს 90 დოლარამდე ასუბსიდირებს სახელმწიფო, როდესაც 142 დოლარია თბოელექტროსადგურებისთვის. „ამის საშუალებას იძლევა ის დიდი მოთხოვნა, რაც აზერბაიჯანს ევროპაში აქვს მიწოდებული, დაახლოებით 17-18 მილიარდი კუბური მეტრის გატარებაზეა საუბარი. ის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ძალიან გაიზრდება გატარებული გაზის რაოდენობა, იმას ნიშნავს, რომ სოციალური გაზი მოიმატებს და ტარიფი დარეგულირდება, ამიტომ მოლოდინი, რომ ჩვენთან ფასები შესაძლოა, გაიზარდოს, არ არსებობს, კომერციულზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მოსახლეობისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება.

დაახლოებით 800-დან 900 კუბამდეა ე.წ. კომერციული გაზი და მისი შეძენის ფასი ჩვენს ბაზაზრე დიდად არ მერყეობს. რაოდენობრივად იმდენად მცირეა ეს გაზი, რომ არც კი ღირს მისი თამაში. ასე რომ, წიპაირობა, რომ რადიკალური ცვლილება უნდა მოვახდინოთ გაზის ტარიფში, არ ჩანს“, - განაცხადა გია არაბიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →