—

მაია ბითაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო გარკვეული ტიპის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს “სრული სიცრუეა“

44
მაია ბითაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო გარკვეული ტიპის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს “სრული სიცრუეა“
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო გარკვეული ტიპის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს “სრული სიცრუეა“. ამ თემაზე…

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო გარკვეული ტიპის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს “სრული სიცრუეა“. ამ თემაზე განმარტება ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და როგორც აღნიშნა, “ნებისმიერი რეფორმა, პირველ რიგში, სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით გატარდება“.

“საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პარალელურად გარკვეული კვლევები და ანალიზი მიმდინარეობს, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში გადაადგილების გაუმჯობესებასთან, ჰაერის ხარისხის მონიტორინგთან და დაბინძურების პრევენციასთან. ამისთვის ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის საწვავის კონტროლის კუთხით. დღესდღეობით საქართველოში ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინი გამოიყენება და მომდევნო წლიდან დიზელიც ევრო 5-ის სტანდარტის იქნება. რაც შეეხება გარკვეული ტვირთის დაწესებას ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს არამც და არამც არ იგეგმება. ასევე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც “ქართული ოცნების“ ფარგლებში გატარდა, ყოველთვის მიზნად ისახავდა გარკვეული შეღავათებისა და სუბსიდირების ან დახმარების პროგრამების ამოქმედებას.

შეგახსენებთ ტაქსების რეფორმას, რომელზეც ვაი-ვიში იყო ატეხილი, მაგრამ შემდეგ ძალიან წყნარად და უმტკივნეულოდ გატარდა. ასევე სატრანსპორტო ფასების ინტეგრირების საკითხს, რომელიც თბილისში ახლახან დასრულდა და აღმოჩნდა, რომ არა თუ გაძვირდა, არამედ ფასები ინტეგრირდა და უმეტეს შემთხვევაში სუბსიდირების ნაწილი გაიზარდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →