—

დევნილთა სააგენტომ ერთ წელში სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა

67
დევნილთა სააგენტომ ერთ წელში სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა
მოსასმენად დააჭირეთ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო…

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

„სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავასა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან ერთად, დაათვალიერა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილმა ოჯახებმა თავად შეარჩიეს სახლები, რომლებიც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, სააგენტომ მათთვის შეისყიდა. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2020 წლის ბოლომდე, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებით 700 სახლს შეუსყიდის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →