—

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ვიდრე ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი „ტყვეობასა და მძევლობაში“ არიან, ქვეყანაში დეპოლარიზაცია ვერ მოხდება

16
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ვიდრე ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი „ტყვეობასა და მძევლობაში“ არიან, ქვეყანაში დეპოლარიზაცია ვერ მოხდება
მოსასმენად დააჭირეთ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სანამ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტყვეობასა და მძევლობაში" არიან…

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სანამ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტყვეობასა და მძევლობაში" არიან, ქვეყანაში დეპოლარიზაცია ვერ მოხდება. ამის შესახებ მან სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს.

ხაბეიშვილის თქმით, მას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს.

"ყველამ კარგად იცის რომ ნიკა გვარამია არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და პირადი ახირების პატიმარი. სასამართლო პროცესის სამართლებრიობის იმედი ცხადია, არ მაქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ არანაირი დეპოლარიზაცია და არანაირი ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება პოლიტიკურ მძევლებთან ერთად," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →