—

ხოშტარიამ რეჟიმის წინაამღმგდეგ მტკიცე ბრძოლა დააანონსა

18
ხოშტარიამ რეჟიმის წინაამღმგდეგ მტკიცე ბრძოლა დააანონსა
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სკანდალურ სიჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციის ლიდერების ფარულ მიყურადებას და მოსმენებს ეხებოდა.

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სკანდალურ სიჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციის ლიდერების ფარულ მიყურადებას და მოსმენებს ეხებოდა.

ხოშტარიამ ბრიფინგზე რეჟიმის წინაამღმგდეგ მტკიცე ბრძოლა დააანონსა.

"რაც ჩვენ ვნახეთ შაბათს, ეს აღწევს გამაოგნებელ, ავადმყოფურ, მანიაკალურ მასშტაბს, რომელიც ანგრევს საერთოდ ადამიანის, მოქალაქის თავისუფლებას, მშვიდობას, უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანას და ასევე ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს.

პირველი, დიდი მადლობა ჟურნალისტებს და ყველას, ვინც ამხელს ამ სისტემას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, იმათ, ვინც სანქციებზე მუშაობს, აბსოლუტურად ყველა იმ ადმაიანის ფაილს მივაწვდი, ვინც ამაში იყო ჩართული და აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამ სუსი თავი ლილუაშვილი, თავის დროზე გომელაური და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

მეორე, არავითარი შიშ და არავითარი შეგუება. ჩვენ ამ ქვეყანაში ბევრად მეტმნი ვართ ის ხალხი, ვისაც ასე ცხოვრება არ გვინდა. ჩვენ შეიძლება ერთამნეთი არ მოგვწონდეს, ვაკრიტიკებდეთ, მაგრამ ასე ცხოვრება შეუძლებელია ვინმეს უსნდოდეს, რომ გასვენებაში და ექიმთან ვიზიტის დროს ჩვენმ გვიღებდნენ სურათებს, გვისმენდნე და ა.შ.

მესამე – ოპოზიცია, ჩემი აზრით, არის ვალდებული, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და გადავიდეს ართანამშრომლობის ეტაპზე, იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართვა სუსის ხელმძღვანელის მიმართ, რომ თიტქოს ის გამოიძებს თავის უკანონობას, სისხლის სამართლის დანაშაულს, არის ილუზია და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს. ამიტომ, ჩვენ მშვიდად, მტკიცედ, ვართ მეტნი და უნდა გავუწიოთ წინააღმნდეგობა ამ რეჟიმს და მივაღწიოთ მთავარს – დეოლიგარქიზაციას, რომელიც დაანგრევს მთლიანად ამ გარყვნილ სისტემას, – ამბობს ხოშტარია.

(metronome)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →