—

საქართველოს მოქალაქეები წელს ყველაზე აქტიურად თურქეთს სტუმრობდნენ

43
საქართველოს მოქალაქეები წელს ყველაზე აქტიურად თურქეთს სტუმრობდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, საქართველოს მოქალაქეებმა დასვენების მიზნით, ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთში განახორციელეს…

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, საქართველოს მოქალაქეებმა დასვენების მიზნით, ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთში განახორციელეს (36.5%).

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, თურქეთს არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, გერმანია და პოლონეთი მოსდევს.

„2022 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, გამყვანი ვიზიტორების რაოდენობამ 1 244 660 შეადგინა, საშუალო ღამისთევის რაოდენობა კი 6 ღამით განისაზღვრა. გამყვანმა ვიზიტორებმა, რომელთა მოგზაურობის მთავარ მიზანს გართობა, დასვენების მიზნით მოგზაურობა წარმოადგენდა, ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთში განახორციელეს (36.5%), მას 9%-ით არაბთა გაერთიანებული საემიროები მოჰყვება, შემდეგ სომხეთი 7%, გერმანია 4.1%, პოლონეთი 2.4%. დანარჩენ ქვეყნებში შედარებით ნაკლები ვიზიტები ფიქსირდება,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →