—

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში 10-ზე მეტი „წამების ოთახი“ აღმოაჩინეს

14
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში 10-ზე მეტი „წამების ოთახი“ აღმოაჩინეს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში აღმოაჩინეს „წამების ოთახები“ და მოწყობილობები, რომლებსაც რუსული ძალები იყენებდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში აღმოაჩინეს „წამების ოთახები“ და მოწყობილობები, რომლებსაც რუსული ძალები იყენებდნენ.

„უკვე იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის განთავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი განცხადება გააკეთა ხარკოვის საოლქო პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ. პროკურატურის ცნობით, რუსეთის არმიამ აწამა ხალხი ეგრეთ წოდებული „სახალხო მილიციის“ სარდაფში.

„რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ფსევდო-სამართალდამცავი ორგანო, რომლის სარდაფში შეიქმნა წამების პალატა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არაადამიანურ წამებას ექვემდებარებოდნენ“, - აღნიშნავს პროკურატურა.

აღნიშნული ცნობები მოჰყვა მასობრივი სამარხის აღმოჩენას ქალაქ იზუმში. ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ ზოგიერთ ცხედარს აღენიშნებოდა "წამების კვალი“.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →