—

გია ვოლსკი - ის, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ ლოიალურად განწყობილი გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს რაიმე სიახლე არ არის

14
გია ვოლსკი - ის, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ ლოიალურად განწყობილი გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს რაიმე სიახლე არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

ის, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ ლოიალურად განწყობილი გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს რაიმე სიახლე არ არის - კვლევებს ჩვენც ვატარებთ! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან…

ის, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ ლოიალურად განწყობილი გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს რაიმე სიახლე არ არის - კვლევებს ჩვენც ვატარებთ! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, რომლის საფუძველზეც რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არა აქვს და გამომდინარე აქედან, მათი გზა არის რევოლუცია.

“წლები გავიდა და ყოველგვარი კვლევის გარეშე ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ - საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არა აქვს. სწორედ ამიტომ აუცილებელი არ არის ზუსტად ის პასუხი გასცენ, რასაც ფიქრობენ. ეს არის რეალობა! გადახედეთ სოციალურ ქსელებს. ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან ოდესმე ვინმეს ან ვინმეს ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გამოკითხვაში თუ აქვს მონაწილეობა მიღებული. ასეთი კი არ ჩანს. ეს იმას არ ნიშნავს NDI ხალხს არ ეკითხება, მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდოლოგია, რომელიც ზუსტად აღწერს საზოგადოებრივ განწყობებს საქართველოში. საგანგებო მნიშვნელობის არის სოციალური პრობლემები და ამ პრობლემებს ომისა და დესტაბილიზაციის საფრთხე წამოეწია”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →