—

შს მინისტრი - უკანონოდ არავინ არავის უსმენს

43
შს მინისტრი - უკანონოდ არავინ არავის უსმენს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკანონოდ არავინ არავის უსმენს.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა უკანონო მოსმენა და არის თუ არა ამ მხრივ შიში, ვინაიდან, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ შეხვედრაზე შესვლისას „ვფიქრობთ ტელეფონი დავიტოვოთ თუ არა“.

„რატომ არის საშიში? - უკანონოდ არავინ არავის უსმენს. არის განჩინების საფუძველზე [მოსმენა]. რა თქმა უნდა, თუ აღებული მაქვს მოსამართლის განჩინება, მოვუსმენ, აბა როგორ უნდა მოვუსმინო სხვებს?“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც „ვფიქრობთ, ტელეფონი დავტოვოთ, თუ გავიტანოთ“.

„ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →