—

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის მოწოდება საქართველოსადმი „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე, პროვოკაციაა

38
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის მოწოდება საქართველოსადმი „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე, პროვოკაციაა
მოსასმენად დააჭირეთ

მოსკოვი კიევის მოწოდებას საქართველოსადმი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ, პროვოკაციად მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"როგორც პროვოკაცია", - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე, თუ „როგორ აფასებს რუსული მხარე უკრაინელი დეპუტატის ზარებს საქართველოში ე.წ. "მეორე ფრონტის" შესახებ“.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მანამდე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ, შესაძლო რეფერენდუმის თაობაზე არის სარკაზმი, ცოტა ირონიით, რადგან ქვეყნის მოსახლეობა ცალსახად ომის წინააღმდეგია.

ამასთან, ის ასევე ამტკიცებს, რომ კიევი საქართველოს ხელისუფლებისგან პირდაპირ მოითხოვს ასეთი „ფრონტის“ გახსნას.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →