—

\"ფაშინიანის გადარჩენის დრო არ არის, ახლა სამშობლოს გადარჩენის დროა\" - ხმაური სომხეთის პარლამენტში

113
\"ფაშინიანის გადარჩენის დრო არ არის, ახლა სამშობლოს გადარჩენის დროა\" - ხმაური სომხეთის პარლამენტში
მოსასმენად დააჭირეთ

ვითარება კვლავ დაძაბულია ერევანში. დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო სომხეთის პარლამენტში. ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში…

ვითარება კვლავ დაძაბულია ერევანში. დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო სომხეთის პარლამენტში. ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში პოზიციები გაიმყარა.

პარალელურად, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები გრძელდება ერევნის ცენტრში. სომხური მხარე საუბრობს მისი სახელმწიფო საზღვრების შიგნით სამხედრო ინტერვენციაზეც.

უშუალოდ კონფლიქტის ზონაში ამ დროისთვის ცეცხლი შეწყვეტილია.

აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 71 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სია გამოაქვეყნა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი საბრძოლო მოქმედებებს 300-ზე მეტი სომეხი სამხედრო შეეწირა.

ერევანში დღეს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების სპეციალური მისიას ელოდებიან. ერდოღანი, ალიევი და პუტინი კი სამარყანდში სამიტის ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.

ერდოღანი-პუტინის შეხვედრა ხვალ, 16 სექტემბერს გაიმართება.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →