—

ირაკლი კობახიძე უკანონო მოსმენებზე - პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ

14
ირაკლი კობახიძე უკანონო მოსმენებზე - პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ
მოსასმენად დააჭირეთ

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსმენებთან…

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსმენებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისი „მოსმენა უფრო საინტერესოა, რადგან ის ბევრი ინფორმაციის მატარებელია“.

„აბსურდულია განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. მე შეგახსენებთ, 2012 წლამდე, როცა ეს სისტემური უმძიმესი პრაქტიკა იყო დანერგილი, მაშინ, ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ, ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, რადგან რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გვაქვს. როცა ვიღაცები პარალელს ავლებენ, ეს ცარიელი სპეკულაციაა. როცა ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, გასაგებია, როცა პრეზიდენტი ამას უერთდება, გასაგებია, რომ მას იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, სურს თუ არა, რომ მას შეხვედრაზე ან გადაწყვეტილების მიღებისას უსმენდნენ, კობახიძე პასუხობს, რომ „უკანონო მოსმენები არ მოსწონს“.

„თქვენ გაინტერესებთ უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ არა? რა თქმა უნდა, არა. რა კითხვას სვამთ, თქვენ მეკითხებით მომწონს თუ არა, უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, არ მომწონს, დამთავრდა, წერტილი, მორჩა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ მას არ უსმენენ, კობახიძე ასე პასუხობს:

„მე ასე მგონია, როგორ შეიძლება რამეში იყო ამ სამყაროში დარწმუნებული“.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →