—

ირაკლი კობახიძე პრემიერ ღარიბაშვილის შესაძლო შეცვლაზე - გუნდი აბსოლუტურად მყარი და ერთიანია და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს

14
ირაკლი კობახიძე პრემიერ ღარიბაშვილის შესაძლო შეცვლაზე - გუნდი აბსოლუტურად მყარი და ერთიანია და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს
მოსასმენად დააჭირეთ

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას გეგმავს თუ არა მმართველი…

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლას.

მისივე თქმით, „მსგავსი ჭორების გავრცელების მიზეზი მხოლოდ ის სისუსტეა, რომელსაც ოპოზიცია ავლენს“.

„სრული სისუსტის გამოვლინებაა რასაც ვხედავთ ოპოზიციის სახით, ასეთ დროს გორდება ხოლმე გარკვეული ჭორები სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობის პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს. ამის მიზეზი არის ერთადერთი რამ, ის სისუსტე, რომელსაც ავლენს ოპოზიცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →