—

ექსპერტი-რეგიონში საქართველო ერთადერთია, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევს და ვერ გაიგო, რაშია საქმე

42
ექსპერტი-რეგიონში საქართველო ერთადერთია, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევს და ვერ გაიგო, რაშია საქმე
მოსასმენად დააჭირეთ

რეგიონში საქართველო ერთადერთია, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევს და ვერ გაიგო, რაშია საქმე - უსაფრთხოების საბჭო სიმბოლურად მაინც მოიწვიონ,- ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“…

რეგიონში საქართველო ერთადერთია, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევს და ვერ გაიგო, რაშია საქმე - უსაფრთხოების საბჭო სიმბოლურად მაინც მოიწვიონ,- ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს მთავარი როლი კავკასიაში არის ის, რომ არ „რუსეთს არსად გაეჩხიროს, არც ფეხებში, არც ხელებში და არც ყელში!

„უსაფრთხოების საბჭო აუცილებელია. როდესაც რეგიონში 5 სახელმწიფოა და აქედან სამი ჩართულია ესკალაციაში - აზერბაიჯან - სომხეთი უშუალოდ და თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მკაფიოდ, ირანი არ მალავს სიმპათიას სომხეთის მიმართ, საქართველო ერთადერთია, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევს და ვერ გაიგო, რაშია საქმე. უსაფრთხოების საბჭო სიმბოლურად მაინც მოიწვიონ. ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ არ აწყობთ იყვნენ წამყვანი ფიგურა. დღეს საქართველოს მთავარი როლი კავკასიაში არის ის, რომ არ რუსეთს არსად არ გაეჩხიროს, არც ფეხებში, არც ხელებში და არც ყელში! საქართველო არ არსებობს, მის ადგილზე არის თეთრი ლაქა, სადაც არც კი იკითხება საქართველო. საქართველო უნიკალურზე უნიკალურ სტრატეგიულ ადგილზეა.
უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დავიწყოთ პირდაპირი კონტაქტი სოხუმთან და ცხინვალთან. მთავარია, რომ რუსეთს ყველაზე საშინელ სიზმარში არ აწყობს საქართველო-თურქეთის მეგობრობა. საქართველო ვითომ ნატოში მიდის, თურქეთი ნატო-ს წვერი სახელმწიფოა, ამიტომ ღმერთმა გვიბრძანა, რომ თურქეთთან ამ მიმართულებით უნდა ვიმეგობროთ. თურქეთი ყველა მიმართულებით გავლენიანია. რუსეთი ანგარიშს უწევს მას. თურქეთი უკრაინას აძლევს იარაღს, ამ იარაღით იღუპებიან რუსი ჯარისკაცები. მიუხედავად ამისა, რუსეთი ჩადის თურქეთში მოლაპარაკებაზე. კეთილი ვინებოთ და გამოვიყენოთ ჩვენი შანსი“,- აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →