—

გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი პროდასავლური მედიის შესავიწროებლად ახალი ინსტრუმენტის შექმნას ცდილობს, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს

20
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი პროდასავლური მედიის შესავიწროებლად ახალი ინსტრუმენტის შექმნას ცდილობს, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს
მოსასმენად დააჭირეთ

ივანიშვილის რეჟიმი პროდასავლური მედიის შესავიწროებლად ახალი ინსტრუმენტის შექმნას ცდილობს, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „მაუწყებლის შესახებ“ კანონში…

ივანიშვილის რეჟიმი პროდასავლური მედიის შესავიწროებლად ახალი ინსტრუმენტის შექმნას ცდილობს, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს.

როგორც ბოკერია განმარტავს, სურთ მედიის შინაარსობრივ რეგულირებაში შევიდნენ, რაც საფრთხეა.

„აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თავის დროზე, ვარდების რევოლუციის დროს, როცა ეს კანონი იქნა მიღებული, პრინციპული საკითხი იყო, რომ ნებისმიერი შინაარსთან დაკავშირებული ამბავი თვითრეგულირების საკითხი ყოფილიყო. ანუ არა კომისიის, ან სასამართლოს, ან ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს, არამედ მედიის თვითრეგულირების.

თუ ადამიანი თვლიდა, რომ მას ცილი დასწამეს, ამას სიტყვის თავისუფლების კანონი არეგულირებს და მაშინ უნდა წავიდეს სასამართლოში. ეს გაკეთდა შეგნებულად, სწორედ იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელსაც არამხოლოდ ასეთი კატასტროფული, არამედ ნებისმიერი მთავრობა სუსტი დემოკრატიის ტრადიციის პირობებში წარმოადგენს.

ახლა ამ პრინციპული საკითხის შეცვლა უნდათ, რომ მედიის შინაარსობრივ რეგულირებაში შევიდნენ და ეს, რა თქმა უნდა, არის საფრთხე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →