—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხებმა ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს კალბაჯარის მიმართულებით

85
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხებმა ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს კალბაჯარის მიმართულებით
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის შეიარაღებული ძალებმა D-30 და D-20 ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც მდებარეობენ ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის, იელიჩეს და იუხარი აირიმის დასახლებების…

სომხეთის შეიარაღებული ძალებმა D-30 და D-20 ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც მდებარეობენ ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის, იელიჩეს და იუხარი აირიმის დასახლებების მიმართულებით.

როგორც InterPress.ge იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ სასაზღვრო რაიონებში შეტევები და პროვოკაციები გრძელდება არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღების გამოყენებით.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სიტუაციის ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

აზერბაიჯანის არმია ადგილობრივ კონტრზომებს ახორციელებს მხოლოდ საცეცხლე წერტილებზე, რომლებიც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია.

სომხურმა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →