—

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, არც ვენეციის კომისიის დასკვნა

32
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, არც ვენეციის კომისიის დასკვნა
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, არც ვენეციის კომისიის დასკვნა, ალოგიკური იქნებოდა ჩვენი მხრიდან კანონზე ხელის მოწერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა…

პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, არც ვენეციის კომისიის დასკვნა, ალოგიკური იქნებოდა ჩვენი მხრიდან კანონზე ხელის მოწერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარი მხოლოდ იმაზე არ ყოფილა, რომ პარლამენტმა პროექტი ნაჩქარევად მიიღო და მასში სამართლებრივი არგუმენტებიც იყო მოყვანილი.

„იგივე პოზიციაზე ვრჩებით, რაზეც თავიდან ვიყავით, პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, არც ვენეციის კომისიის დასკვნა, ალოგიკური იქნებოდა ჩვენი მხრიდან აღნიშნულ კანონზე ხელის მოწერა. შესაბამისად, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, როცა პრეზიდენტი არ აწერს კანონს ხელს, 5 დღის მერე აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და კანონი შედის ძალაში.

პოლიტიკური ვეტო არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ სურვილი გვქონდა და დავადეთ. პრეზიდენტმა დაინახა გარკვეული საფრთხეები და ამიტომ დაადო ვეტო, ეს იგულისხმებოდა პოლიტიკურ ვეტოში. ასევე ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა კიდეც, რომ ნაჩქარევად იყო მიღებული, სამართლებრივი არგუმენტებიც იყო იქ მოყვანილი, თუ დასკვნას წაიკითხავთ იქ საუბარია შეუტყობინებლობაზე, რომ ადამიანმა შეიძლება ვერასდროს გაიგოს უსმენდნენ თუ არა, რაც მისი ძირითადი უფლებაა და ა.შ,"- განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონს ხელი მოაწერა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →