—

უმძიმესი ტრაგედიის კადრები - ავარიისას დაღუპული კაცის მეუღლე კლინიკაში გარდაიცვალა

48
უმძიმესი ტრაგედიის კადრები - ავარიისას დაღუპული კაცის მეუღლე კლინიკაში გარდაიცვალა
მოსასმენად დააჭირეთ

საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა. შუა ხნის ქალი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში სოფელ მანავთან მომხდარი ავარიის შემდეგ გადაიყვანეს.

საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა. შუა ხნის ქალი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში სოფელ მანავთან მომხდარი ავარიის შემდეგ გადაიყვანეს.

ჰოსპიტალში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ოპერაცია ჩაუტარდა ჩვენთან. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. როგორც იცით, მისი მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადა მორიგე ექიმმა.

მძიმე მდგომარეობაშია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად, „ამტელ-ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.

ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და ის პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სექტემბერს მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც რუსთავში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, სოფელ მანავთან ტრაილერს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც კლინიკაში დაღუპული ქალის მეუღლეა. დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი კი, გარდაცვლილების შვილიშვილი და შვილთაშვილი არიან.

(primetime)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →