—

4 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი საქართველოში

52
4 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი საქართველოში
მოსასმენად დააჭირეთ

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში თავშესაფრის მიღების მოთხოვნაზე მიმართვა გაიზარდა. აღნიშნული განაცხადება ალექსანდრე დარახველიძემ ორიოდე დღის წინ გააკეთა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია საქართველოში თავშესაფრის მაჩვენებელთა სტატისტიკა და რომელი ქვეყნიდან არის მოთხოვნა მაღალი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 804 იყო. ეს კი გასული მთლიანი წლის მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, გასულ 2021 წელს ჯამში, 743 განაცხადი იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი - 368 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.

ტოპ-4 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებმაც 2022 წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს, ასე გამოიყურება:

  • უკრაინა - 368 მოქალაქე;
  • რუსეთი - 54 მოქალაქე;
  • თურქეთი - 96 მოქალაქე;
  • ირანი - 79 მოქალაქე.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →