—

რომან გოცირიძე პრემიერს - თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი, სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ

48
რომან გოცირიძე პრემიერს - თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი, სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ
მოსასმენად დააჭირეთ

ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში…

ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ საქართველოს პრემირ-მინისტრ გიორგი გახარიას.

რომან გოცირიძის თქმით, მთავრობამ „ფეიკ დაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის“ წყალობით სულ მცირე 300 მილიონი ლარი დაზოგა, რომელიც მისი განმარტებით, წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსსებლად, რომელიც ხელისუფლებამ ბიუჯეტშია არ შეკვეცა.

„თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა- „ფეიკ ნიუსი“ და ფეიკობენ და ფეიკობენ ორი დღეა. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე, ფაქტობრივად, მკვდარია. მე შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 ათას ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს. ანუ თქვენ 600 ათასი თვითდასაქმებულისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ. მთავრდება რამდენიმე დღეში ეს პროცესი და რას ვხედავთ- 400- ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ. 400 ათასი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე. მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული, იმიტომ, რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით და ასევე, ის დასაქმებულები, რომლებიც დღეს არიან უმუშევრად დარჩენილები, მხოლოდ მათი მესამედი იღებს დახმარებას. სულ მცირე, თქვენ 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ ამ თქვენი ფეიკ დაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის წყალობით და ეს 300 მილიონი წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც არ შეკვეცეთ თქვენ ბიუჯეტში. ეს არის ის ხარჯები, რომლებიც არის მიმართული თქვენი ბიზნესებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის, უსარგებლო კორუფციული ხარჯები, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯები, არჩევნებისთვის გამზადებული ფული და სწორედ ეს თქვენ გააკეთეთ უმუშევრად სიღარიბეში ჩავარდნილი ადამიანების ხარჯზე,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →