—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა რაოდენობა გამოაცხადა

76
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა რაოდენობა გამოაცხადა
მოსასმენად დააჭირეთ

12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშკასანის, ქალბაჯარის, ლაჩინისა და ზანგილანის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოახდინეს.

InterPress.ge იტყობინება რომ, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღკვეთისას სულ დაიღუპა შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის აზერბაიჯანის არმიის 42 და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 8 სამხედრო მოსამსახურე.

„უღრმეს სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსა და ახლობლებს და ვლოცულობთ ღმერთის გამოჯანმრთელებას ჩვენი დაჭრილებისთვის. გაცნობებთ, რომ ჩვენი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელების სია დამატებით წარედგინება საზოგადოებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →