—

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს

393
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს, - ამის შეახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვა სხვადასხვა მიმართულებით აწარმოეს. გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის ნაღმმტყორცნებით.

შედეგად გვაქვს მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროვოკაციის აღსაკვეთად, აღნიშნული მიმართულებით დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

ამასთან, უწყების მტკიცებით, სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობაზე, ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და სომხური მხარის მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაციაა.

“სომხური მხარის მორიგი აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამმხრივი განცხადებების დებულებებისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმებების უხეში დარღვევა”, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →