—

მიხეილ სააკაშვილი - ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა - რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება

14
მიხეილ სააკაშვილი - ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა - რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება
მოსასმენად დააჭირეთ

ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა - რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ…

ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა - რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მის პირად გვერდზე გავრცელდა.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს ძალიან გავლენიანი მდივანი ხმამალა საუბრობენ რუსეთის დაშლაზე რამდენიმე ათეულ ქვეყანად.

„დააკვირდით, როგორ ცვლიან უკრაინელები მშვიდობის პირობებს. პირველ მოლაპარაკებებზე, როცა რუსეთი კიევთან იდგა, უკრაინელები ითხოვდნენ 24 თებერვლის პოზიციებზე ოკუპანტების გაყვანას და ყირიმის საკითხის 15 წლით გადადებას. რამდენიმეთვიანი სიჩუმის შემდეგ ჩვენებმა თქვეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდებიან მხოლოდ სრული დეოკუპაციის ე.ი. 1991 წლის საზღვრების, ყირიმის ჩათვლით.

ახლა ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა - რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება, ხოლო უკრაინის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს ძალიან გავლენიანი მდივანი ხმამაღლა საუბრობენ რუსეთის დაშლაზე რამდენიმე ათეულ ქვეყანად. მაინც რას ნიშნავს საკუთარ ძალებში სრული რწმენა და ყოველდღიური გამარჯვებები“,-აცხადებს სააკაშვილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →