—

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მცირდება

17
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მცირდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მცირდება.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ქვეყანამ აღნიშნულის მიღწევა „სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით“ მოახერხა.

„წლის ბოლოს მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ს 40%-მდე, ნაცვლად 51%-სა, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია. ამასთანავე ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ს 4,4%-დან მცირდება მშპ-ს 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3.2%. დეფიციტის და ვალის შემცირების პარალელურად დამატებით თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებების დასაფინანსებლად, იქნება ეს: პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სპორტი. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ პროგნოზი, ტენდენციები, პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს გვექნება ისევე წარმატებული წელი, როგორიც გასულ წელს გვქონდა. ეს მოვახერხეთ სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური, გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →