—

მამუკა მდინარაძე - „ლელო“- ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი პარტია, რომელიც იყოფა: „ნაციონალურ მოძრაობად“, „ლელოდ“ და „სტრატეგია აღმაშენებლად“, ვაშაძის ორკაციანი პარტია რომ არის

40
მამუკა მდინარაძე - „ლელო“- ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი პარტია, რომელიც იყოფა: „ნაციონალურ მოძრაობად“, „ლელოდ“ და „სტრატეგია აღმაშენებლად“, ვაშაძის ორკაციანი პარტია რომ არის
მოსასმენად დააჭირეთ

„ლელო“ - ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იყოფა, „ნაციონალურ მოძრაობად“, „ლელოდ“ და „სტრატეგია აღმაშენებლად“, ვაშაძის ორკაციანი პარტია რომ არის. რეალურად ეს არის ერთი…


„ლელო“ - ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იყოფა, „ნაციონალურ მოძრაობად“, „ლელოდ“ და „სტრატეგია აღმაშენებლად“, ვაშაძის ორკაციანი პარტია რომ არის. რეალურად ეს არის ერთი ბირთვი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს დაზიანებისათვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების თაობზე „ლელოს“ მოთხოვნასა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას“.

„ვერ წარმომიდგენია, ამდენი „ფეიკის“ საფუძველზე, ამდენი ყალბი, პოპულისტური შუამდგომლობის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ დაზიანდეს „ქართული ოცნება“, ოღონდ სახელმწიფოს დაზიანების ხარჯზე. რასაც ეს ხალხი და მათი პატრონები აკეთებენ, იწვევს ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქის იმიჯის დაზიანებას, მსოფლიოს ძალიან ბევრი ხალხის თვალში. მათი ეს ისტერია, რაც ქვეყნის შიგნით არის და მერე გააქვთ ქვეყნის გარეთ, იწვევს საქართველოს დაზიანებას, არ ერიდებიან, ოღონდ დააზიანონ „ქართული ოცნება“ და ამას მიყვება ქართული სახელმწიფოც. ეს არის საქართველოს მტრობა და სწორედ ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანებს. უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს წარმატებას ვერ მიაღწევს, არათუ ამ რაღაც მიკრო თემებში, არამედ ვერცერთ დიდი თემაში. ამის პირობას ვაძლევთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მტრობაში არავის გაუმარჯვია - საბოლოოდ ეს ქვეყანა იმარჯვებს ხოლმე. აქ არ არის საუბარი „ქართული ოცნებაზე“, მმართველ გუნდზე და მოსახლეობის ნახევარზე, რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს და ა.შ. აქ არის საუბარი საქართველოზე და მის ეროვნულ ინტერესებზე. ეროვნული ინტერესები არ დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და სისულელეებს დაანებონ თავი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →