—

კობა ნაყოფია - სააკაშვილმა დაპატიმრების დღიდან დღემდე დაახლოებით 30 კილოგრამი დაიკლო - ის არ არის იმ მდგომარეობაში, რომ საქართველოს პოლიტიკაზე ისაუბროს

12
კობა ნაყოფია - სააკაშვილმა დაპატიმრების დღიდან დღემდე დაახლოებით 30 კილოგრამი დაიკლო - ის არ არის იმ მდგომარეობაში, რომ საქართველოს პოლიტიკაზე ისაუბროს
მოსასმენად დააჭირეთ

სრული პასუხისმგებლობა ,,ოცნების” ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს , ეკისრებათ, უნდა დაჩქარდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის პროცესი. იმედი გვაქვს, რომ მისი გადაყვანა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მოხდება…

სრული პასუხისმგებლობა ,,ოცნების” ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, ეკისრებათ, უნდა დაჩქარდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის პროცესი. იმედი გვაქვს, რომ მისი გადაყვანა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მოხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ კლინიკა „ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ საყურადღებო, არამედ საგანგაშოა.

,,მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრების დღიდან დღემდე მნიშვნელოვნად დაკარგული აქვს წონა, დაახლოებით 30 კილოგრამი. აშკარად ცუდად არის და ჯანმრთელობა არათუ საყურადღებო, არამედ საგანგაშოა. ის საჭიროებს გადაყვანას სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას. მინდა მოვუწოდო ,,ოცნების” ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, უნდა დაჩქარდეს პროცესი მისი საზღვარგარეთ გადაყვანის. იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მოხდება მისი გადაყვანა უცხოეთში. მიხეილ სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ისაუბროს საქართველოს პოლიტიკაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, აღნიშნავს უკრაინის წარმატებას, რის ირგვლივაც იყო საუბარი”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →