—

ევროკავშირმა სრულად შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი

12
ევროკავშირმა სრულად შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირმა სრულად შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 9 სექტემბერს მიიღო.

მანამდე, 31 აგვისტოს, შესაბამის პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. რუსეთის მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმი ვეღარ ისარგებლებენ 2022 წლის 12 სექტემბრიდან.

შეთანხმება, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, 2007 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. შეთანხმების შეჩერების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიმართ გამოყენებული იქნება სავიზო კოდექსის საერთო წესები - მათ ვიზის მისაღებად მოუწევთ დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, გაცილებით ხანგრძლივი პროცედურის გავლა და სავიზო მოსაკრებლის სახით, 35-ის ნაცვლად 80 ევროს გადახდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →