—

ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა

24
ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის…

„ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა ამ საკითხზე კრიტიკული განცხადება არაერთხელ გააკეთეს.

„ეს ბოლო განცხადება კიდევ ერთი ხაზგასმაა იმის, რომ მოსმენების ახალი კანონის მიღებით და ვეტოს დაძლევით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ტოტალური მოსმენების რეჟიმი ჩამოაყალიბა და ავტორიტარული რეჟიმის სტადიაზე გადავიდა. მოსმენები ბუნებრივია გამოიყენება მოქალაქეების კონტროლის მიზნით. ეს რეალობა მიუღებელია მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყება და ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოცილება”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ- ის საელჩომ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →