—

გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იგეგმება - რომელ ქალაქებში ამოქმედდება ცვლილება

133
გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იგეგმება - რომელ ქალაქებში ამოქმედდება ცვლილება
მოსასმენად დააჭირეთ

გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაშია…

გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახდენს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს.

გარდა ამისა, გეგმაში ნათქვამია, რომ კონტროლი უნდა დაიწყოს დასაწყისისათვის მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. 

„კერძოდ, დეპარტამენტი უზრუნველყოფს იმ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დაჯარიმებას, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველობა გადააჭარბებს დადგენილ ნორმას“, - წერია სამთავრობო გეგმაში.

(Primetime)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →