—

ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში მარცვლეულის გატანის შეზღუდვის საკითხის განხილვას გეგმავს

24
ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში მარცვლეულის გატანის შეზღუდვის საკითხის განხილვას გეგმავს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინიდან ევროპაში მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობის საკითხის განხილვას გეგმავს…

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინიდან ევროპაში მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობის საკითხის განხილვას გეგმავს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუტინის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მარცვლეული არ იგზავნება ღარიბ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის გატანა მომხდარიყო. ეს გავაკეთეთ თურქეთთან ერთად. თუ გამოვრიცხავთ თურქეთს, როგორც შუამავალ ქვეყანას, მაშინ უკრაინიდან ექსპორტირებული თითქმის მთელი მარცვლეული იგზავნება არა უღარიბეს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა პუტინმა ვლადივასტოკში მიმდინარე „აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის” პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, ოთხმოცდაშვიდი ხომალდიდან მხოლოდ ორი იყო დატვირთული გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში. „და ამ ხომალდებით 2 მილიონი ტონიდან მხოლოდ 60 ათასი ტონის გატანა მოხდა. „მინდა, ვთქვა, რომ მრავალი ევროპული ქვეყანა, როგორც ბოლო ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდნენ, როგორც კოლონიზატორები, ასევე აგრძელებენ დღესაც. კიდევ ერთხელ მათ უბრალოდ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და აგრძელებენ მოტყუებას“, - აღნიშნა პუტინმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →