—

ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა

69
ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებებით მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

მათი ცნობით, სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

4 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

6 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

11 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

18 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

20 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

25 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

27 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

5 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

12 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

2 ივლისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

“ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა. დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის”, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფებაევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამსმთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდათბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსყველა სიახლე →