—

საქართველოში ხილისა და თხილის ექსპორტი 9,5%-ით გაიზარდა

30
საქართველოში ხილისა და თხილის ექსპორტი 9,5%-ით გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

8 თვის განმავლობაში, 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე, საქართველომ ექსპორტზე 105,1 მილიონი დოლარის ოდენობით ხილი და თხილი გაიტანა, რაც 9,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას…

8 თვის განმავლობაში, 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე, საქართველომ ექსპორტზე 105,1 მილიონი დოლარის ოდენობით ხილი და თხილი გაიტანა, რაც 9,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.

2022 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქტებზე მოდის:

თხილი - ამ პერიოდში ექსპორტის ღირებულებამ 45,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თხილი ექსპორტირებულია 35 ქვეყანაში, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 33 მილიონი დოლარის თხილია მიწოდებული.

ატამი და ვაშლატამა - საექსპორტო ღირებულება 28,4 მლნ დოლარი იყო, რაც 3,6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მოცვი - ექსპორტის ღირებულებამ 8,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული წლის 1-ლი სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

ვაშლი - ექსპორტის ღირებულებამ 5,5 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 0,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →