—

აშშ-ის დაზვერვა - რუსეთი საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეიდან შეიძენს

25
აშშ-ის დაზვერვა - რუსეთი საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეიდან შეიძენს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად, ჩრდილოეთ კორეიდან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების…

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად, ჩრდილოეთ კორეიდან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამერიკელი ჩინოვნიკის შეფასებით, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მიმართავს, ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები შეიარაღების მომარაგების კუთხით კვლავ განიცდიან სერიოზულ დეფიციტს, რაც ნაწილობრივ, ექსპორტის კონტროლისა და დაწესებული სანქციების გამოა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში გამოყენების მიზნით ირანული წარმოების დრონები შეიძინა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →