—

EU-ის ელჩმა ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

18
EU-ის ელჩმა ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. კარლ ჰარცელის შემცვლელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს რწმუნების სიგელები გადასცა.

სალომე ზურაბიშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

"საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანა უზარმაზარი პრივილეგიაა",- ამბობს ელჩი. 

ევროკავშირის წარმომადგენლობა კი ელჩის პირველ მიმართვას ავრცელებს, სადაც დიპლომატიური წარმომადგენელი აცხადებს,  რომ ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დგას და სწორედ ამიტომ, მისთვის ასეთ დროს ამ თანამდებობაზე დანიშვნა დიდი პასუხისმგებლობაა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →