—

ირაკლი კობახიძე-საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ

96
ირაკლი კობახიძე-საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ
მოსასმენად დააჭირეთ

რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე…

რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, რომლის განსამუხტად, უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია.

„რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ არ ვცდები ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული: „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც როგორც ჩანს დაძლევადი აღარ არის. საზოგადოება ხედავს ერთმანეთთან დაპირისპირებას, ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები: სააკაშვილი, მელია და ა.შ. ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი და უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში.
პირდაპირ საჯაროდ „ფეისბუქზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს. ამ პარტიის მხარდაჭერები, წარმომადგენლები აგინებენ „ფეისბუქით“ ერთმანეთს, აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ა.შ. ესაა აბსოლუტურად ღია წყაროები. სოციალურ მედიას დააკვირდით და ნახავთ, თუ რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კერძოდ „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →