—

ირაკლი კობახიძე-ოპოზიციის გადმოსახედიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება კატასტროფაა

31
ირაკლი კობახიძე-ოპოზიციის გადმოსახედიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება კატასტროფაა
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გადმოსახედიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება კატასტროფაა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ქულას ხელისუფლება დაიწერს, ოპოზიცია კი ამას არ…

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გადმოსახედიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება კატასტროფაა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ქულას ხელისუფლება დაიწერს, ოპოზიცია კი ამას არ დაუშვებს და შეეცდებიან განახორციელონ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12-ვე პუნქტი შესრულდება ხელისუფლების პასუხისმგებლობით იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და პუნქტები გაწერილი. შექმნილია სამუშაო ჯგუფები. ყველას შევთავაზეთ ამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, რაზეც ბევრმა უარი თქვა, ბევრმა თანხმობა განაცხადა. სამუშაო პროცესი გაიმართება ჯანსაღ გარემოში.

12-ვე პუნქტი შესრულდება ჩვენი პასუხისმგებლობით იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.
ოპოზიციის ნაწილი ჩართულია, ნაწილი არ არის ჩართული. ვინც არ არის ჩართული, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს არის მათი მხრიდან ევროკავშირთან მიმართებით უდიერი დამოკიდებულების გამოხატულება. ევროკავშირში გაწევრიანება რადიკალური ოპოზიციის გადმოსახედიდან არის კატასტროფა. კანდიდატის სტატუსის მიღება მათი გადმოსახედიდან არის კატასტროფა. ოპოზიცია ასე უყურებს ამას, რატომ? ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს სერიოზულ ქულებს და ეს მათ არც კი უნდათ, რომ წარმოიდგინონ. შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ განახორციელონ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, რასაც აკეთებენ იმას გააგრძელებენ",- განაცხადა კობახიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →